სკანდალური აუდიოჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, თუმცა, შესვლისას მედიასთან კომენტარი აღარ გააკეთა.
დღის განმავლობაში გაკეთებულ კომენტარებში კი ჯაფარიძე სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებდა და ამბობს, რომ ციხეში სუბელიანის "დაჟინებული მოთხოვნით" რამდენჯერმე იმყოფებოდა და შეხვდა მას.
ჯაფარიძე ამბობს, რომ სუბელიანის განცხადებები არასერიოზულად აღიქვა, რადგან მისივე თქმით, პატიმარი მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია