ვანო ჩხარტიშვილი: ზაზა ოქუაშვილმა სწორად მოუძებნა გასაღები ბიძინა ივანიშვილს
სახელმწიფო ეფექტურად ვერ ებრძვის ამ პრობლემას და ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე გვამყოფებს ადგილობრივ მწარმოებლებს. დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა პერსპექტივა, რომ ამ პრობლემას მოევლებოდა, როდესაც დამიკავშირდა ზაზა ოქუაშვილი და მითხრა, რომ მან ლევან ყიფიანის შუამდგომლობით მოახერხა დაეყოლიებინა ბიძინა ივანიშვილი, რათა მას განეხორციელებინა მრავალმილიონიანი ინვესტიცია ქართული თამბაქოს აღორძინების საქმეში, რაც გვაძლევდა შანსს ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე გვეწარმოებინა სიგარეტი.
. როგორც ჩანს, ზაზა ოქუაშვილმა სწორად მოუძებნა გასაღები ბიძინა ივანიშვილს. საყოველთაოდ ცნობილია მისი დამოკიდებულება დათო ყიფიანისადმი და ასევე, მისი ზრუნვა ჩვენი თანამემამულეების დასაქმებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობიოს დარგში. პროექტი ხომ ლაგოდეხსა და აჭარაში თამბაქოს პლანტაციების გაშენებას ითვალისწინებდა, რაც უამრავ ადამიანს დაასაქმებდა და ჩვენ, მწარმოებლებს, მოგვცემდა საშუალებას ხარისხიანი ნედლეულის ბაზაზე გვეწარმოებინა ფართო ასორტიმენტის პროდუქცია, მათ შორის საექსპორტო პოტენციალის. მაგრამ ამ პროექტის მთავარი ღირებულება იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებდა ვალდებულებას, რომ "ფილიპ მორისის" და "ბრიტიშ ტობაკოს" მხრიდან აგრესიული დემპინგის პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ადგილობრივ მწარმოებლებს შეგვეძლებოდა დოტაციურ ფასებში მიგვეღო თამბაქო, რათა დაგვებალანსებინა ბიზნესი და ეს დოტაცია შეიძლება 100 პროცენტიანიც კი ყოფილიყო, ანუ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებდა ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, უფასოდაც კი მიგვეღო ნედლეული, რათა გავმკლავებოდით ინდუსტრიის ვეშაპების არაკეთილსინდისიერ კონკურენციას", – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი