საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მაია ოთინაშვილის საქმეში ჩართულია ყველა პარტნიორი და მოკავშირე, მათშორის საერთაშორისო სადამკვირვებლო თუ მონიტორინგის ორგანიზაციები.
"ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელი და საგანგაშო ჩვენი მოქალაქეების უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტებია. მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს. ყველა პარტნიორი და მოკავშირე ჩართულია, მათშორის საერთაშორისო სადამკვირვებლო თუ მონიტორინგის ორგანიზაციები, ასევე დიპლომატები, რომ გათავისუფლებას სწრაფად მივაღწიოთ. ეს ფაქტიც შემდგომში ძალიან სერიოზული რეაგირების საგანი გახდება, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახში მისი უვნებლად დაბრუნებაა", – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.