ბაკურიანში 21 წლის აზერბაიჯანელი გოგო გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალი კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ კულტურას წარმოადგენდნენ.
თვითმხილველების თქმით, სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში გოგონა შეუძლოდ გახდა და დაიღუპა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა და სიკვდილის მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს ან გამოძიება შეწყდეს.