როგორც გახდა ცნობილი საჯარო წყაროებიდან ინგლისში რეგისტრირებულ "ბიჯეო ჯგუფს", რომელიც არის "საქართველოს ბანკის" აქციონერი, ინგლისის სასამართლოში, ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი ედავება კოლოსალურ თანხას, რაც შეადგენს დაახლოებით, 1 მილიარდ აშშ დოლარს.
ასევე საჯარო წყაროებიდან ცნობილია, რომ 2018 წელ "ბიჯეო ჯგუფი" გაიყო ორ ინგლისურ კომპანიად: "ჯორჯია კაპიტალი" და "საქართველოს ბანკის ჯგუფი", და ეს უკანასკნელი არის ს.ს. "საქართველოს ბანკის" ძირითდი აქციონერი. გაყოფის პროცესში ახალმა კომპანიებმა მისცეს ერთმანეთს პირობა რომ თუ ძველ "ბიჯეო ჯგუფს" წარმოეშვება რაიმე ვალდებულებები რომელიც დაკავშირებული იქნება გაყოფამდე პერიოდთან ეს ახალი კომპანიები გაინაწილებენ პასუხისმგებლობას წარმოქმნილი ვალდებულების გასასტუმრებლად. სავარაუდოთ, საქართველოს ბანკს, თავის მხრივ ექნება გაცემული გარანტია თავისი აქციონერის მიმართ რომ თუ "საქართველოს ბანკის ჯგუფს" დაეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა გაყოფამდე პერიოდთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას ასეთი ვალდებულებების გასტუმრებაზე.
ასევე საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ გაყოფის შემდეგ შექმნილი ახალი კომპანიები აცხადებენ რომ ისინი არ აპირებენ რაიმე რეზერვის შექმნას და აპირებენ თავიანთი პოზიციების დაცვას ინგლისის სასამართლოში.
იმედია "საქართველოს ეროვნული" ბანკი ადევნებს თვალს აღნიშნულ საკითხს, რადგანაც საქართველოს ბანკი არ აკეთებს დამატებით რეზერვებს როდესაც მას შესაძლოა გასასტუმრებელი ჰქონდეს 1 მილიარდი დოლარის ვალდებულებები. არის კი დეპოზიტორების თანხები საიმედოთ დაცული?