ფესტივალ "ღამის სერენადების" ფარგლებში, კონცერტები უკვე გაიმართა 26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო "შერატონ ბათუმის" საკონცერტო დარბაზში. 26 აგვისტოს ფესტივალი საზეიმოდ იოსებ ბარდანაშვილის საიუბილეო კონცერტით გაიხსნა.
საღამოში მონაწილეობდნენ კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები" ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით (ბელგია/საქართველო), სოლისტი კი მევიოლინე გია იაშვილი გახლდათ (ავსტრია/საქართველო). 28 აგვისტოს ფესტივალი "ღამის სერენადების" სცენა "ვიოლინოს ჯადოქარმა", გეზა ჰოსზუ ლეგოცკიმ დაიკავა. მას აკომპანიმენტი სოლისტმა სალომე ჩიტაიამ და ასევე, კამერულმა ორკესტრმა "საქართველოს ვირტუოზებმა" გაუწია. 29 აგვისტოს, ფესტივალი ბათუმში გია იაშვილის პროექტით - "ტანგოს საღამო" დასრულდა. მონაწილეობდნენ, თავად მევიოლინე - გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მარიო სტეფანო პიეტროდარჩი - ბანდონეონი (იტალია), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი), კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები".
წელს, ფესტივალის მხატვრულ მხარეს, ქალბატონ ლიანასთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ინგოლშტადტში მუსიკალური სასწავლებლის, ასევე მიუნხენში ცეკვისა და მუსიკის აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელია.
ფესტივალი "ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა, მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი - "ღამის სერენადების" უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი, კვლავ, ლიანა ისაკაძეა. წელს, ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს, რომელიც ქალაქ ინგოლშტადტში მუსიკალური სასწავლებლის და ასევე, მიუნხენში, ცეკვისა და მუსიკის აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელია.
წლების განმავლობაში, ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა, მისი გეოგრაფიის გაფართოება განაპირობა, რის გამოც, 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი ჩჰეცკ ინ Gეორგია; ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი - სადაზღვევო კომპანია "არდი" , კომპანია "თელასი", "ჯინო ფერედაისი", ქართული ვისკი "ჯიმშერი", კომპანია "სარაჯიშვილი", ქართული უნიკალური ღვინო Gეორგიან უნიქუე წინე, "ედვაის ჯგუფი", მოდის სახლი "მარიგოლდი".
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, ტელეკომპანია ,,იმედი", რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა", "ევენტს.ამბები.გე", საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი, "ინტერნეტ მედია ჯგუფი", "მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ-არტი", Aწარდს.ცომ.გე, ინგლისურენოვანი გაზეთები "Gეორგია თოდაყ" და "თჰე Gეორგიან Mესსენგერ", ვიდეო პორტალი "MყVიდეო.გე".
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია "არტ ალიანსი", დირექტორი - ნინა ცაგარელი.