პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ზურაბიშვილი პარალელურად შეხვდა მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.
"ძალიან მაღალი მოლოდინი მაქვს, ბუნებრივად, როგორც პარლამენტარს მაქვს ახლო ურთიერთობები ქუთაისელებთან, ამის იქით ქუთაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის, საერთოდ ეს არის საქართველოს მეორე ქალაქი, რეალურად კულტურის დედაქალაქი და უნდა დაიბრუნოს ეს ფუნქცია, სამწუხაროდ დიდხანს იყო ქუთაისი მიტოვებული და მიძინებული. მე ვაპირებ როგორც პრეზიდენტი ზალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს ეს როლი სახელმწიფოში და მსოფლიოში - იყოს საქართველოს კულტურის ცენტრი და აკვანი"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.