პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად "ახალციხის ციხე" და აბასთუმნის ობსერვატორია მოინახულა.
ბიძინა ივანიშვილი "ახალციხის ციხეს" დღეს, 19 აგვისტოს სტუმრობდა.
როგორც, ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს ივანიშვილმა აქ, დაახლოებით, საათნახევარი დაჰყო.
"ერთი საათის წინ იყო მოსული, ოჯახთან და დეპუტატ გივი ჭიჭინაძესთან ერთად. არ ველოდით, მოულოდნელად მოვიდა კომპლესი დაათვალიერა და წავიდა",– ამბობს "ახალციხის ციხის" დირექტორი დავით ტაბატაძე.
როგორც "სამხრეთის კარიბჭესთვისაა" ცნობილი ბიძინა ივანიშვილი, უკვე რამდენიმე დღეა აბასთუმანში ოჯახთან ერთად სასტუმრო "აბასთუმანი რეზიდენსში" ისვენებს.
გუშინ, 18 აგვისტოს მან, აბასთუმნის ობსერვატორიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.
"დიდხანს არ გაჩერებულა, მანქანით გაიარა და აქ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გამესაუბრა, ასევე, დაინტერესდა სამეცნიერო კუთხით მიმდინარე პროექტების შესახებაც", – გვითხრა აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმა მაია თოდუამ.