საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა. კერძოდ, სამსახურში გუშინ, ძლიერი წვიმის გამო, 127 შეტყობინება შევიდა.
ღამით, სამაშველო ჯგუფებმა რამდენიმე მისამართზე საცხოვრებელი სახლებიდან წყალი ამოტუმბეს. წყნეთის ქუჩაზე კი მიწის საფარის ჩაინგრა, რამაც კედლისა და ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები.
ასევე ქუთაისის ქუჩაზე - დაიტბორა სკოლის პირველი სართული, პეკინის გამზირზე მაღაზია, ხოლო მაყაშვილის ქუჩაზე ამორტიზებული შენობის კედელი ჩაინგრა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დახმარება 70 ოჯახს აღმოუჩინეს. თბილისში, ძლიერი წვიმის შემდეგ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.