ფშაველი ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერმა წყლის დაგუბება გამოიწვია, საგზაო დეპარტამენტმა დამცავი ჯებირი გააკეთა. 56-ე კილომეტრეზე, წვიმის დროს ხელოვნურად დაგუბებული ტბიდან გადმოსული წყალი გზას ფარავდა და სატრანსპორტო მოძრაობა ფერხდებოდა.
როგორც ახმეტის მერი განმარტავს, მგზავრების უსაფრთხოებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაოები მიმდინარეობდა და ახლა თუშეთის გზის მიმართულებით გადაადგილება სირთულეს არ წარმოადგენს.
ასევე უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, თუშეთის მიმართულებით მოძრავი მანქანების მძღოლებს პოლიცია ამოწმებს.
შეგახსნებებეთ, რომ 56-ე კილომეტრზე პრობლემები გასულ წელს შეიქმნა, როცა ქვა-ღორღისგან გზა ჩაიკეტა და წყალი დაგუბდა. ასევე, გზის რთული მონაკვეთებიდან გამომდინარე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.