ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა თელავშიც.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ღვარცოფმა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
"ქალაქში და მუნიციპალიტეტის მასშტაბით დატბორილი ა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სამაშველო სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. სტიქის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია ქუჩები", - განაცხადა თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.