დაახლოებით 40 წუთია თელავში ძლიერი წვიმაა.
როგორც იმედინეწს-ს განუცხადეს, წვიმას ძლიერი სეტყვა მოჰვა, რომელიც დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. თელაველების თქმით, ქალაქის ცეტრალურ მოედანზე სეტყვა თოვლივით დევს, წყალი კი ქუჩებში ნიაღვარად მიედინება. სტიქიის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ქისტაურში , ახშანსა და მატანში ვენახების დიდი ნაწილი და ერთწლიანი კულტურები თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერ ქარს სეტყვა მოჰყვა, რამაც ზარალის რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. თელავში კი სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ღვარცოფმა პრობლემები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შექმნა.