"ეკონომიკურად ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ შეიძლება ლარი სულ სტაბილური იყოს", - ეს განცხადება ბმ.გე-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.
მისი თქმით, ლართან დაკავშირებით უამრავი აზრი არსებობს და გაუფასურებულ კურსზე ერთი მოსაზრება არავის გააჩნია.
"ამას სჭრიდება ღრმა ცოდნა. არ შეიძლება, ლარი ერთ დღეს უფასურდებოდეს და მეორე დღეს აზრი გამოთქვა, ეს არასწორია", - აცხადებს ჭყონია.
BM.ge-ის კითხვას - როგორ იქცევა, როცა ეროვნული ვალუტა გაუფასურებას იწყებს ანუ იკეთებს თუ არა დოლარის მარაგებს, ბიზნესმენმა შემდეგი პასუხი გასცა:
"ბიზნესმენები შეშინებული ტიპები არ ვართ და მორალურად ვალუტის გაუფასურებისთვის მზად ვართ; ცოტა შინაგანი ფინტებიც გვაქვს. როგორც ასეთი ვალუტის გაუფასურების დროს, რომ დიდი ოდენობის დოლარს ვყიდულობდეთ, არასწორია; ეს ჩემი აზრით, სარისკოა, თუმცა როცა კარგი კურსია, ცოტა მარაგებს ვიკეთებთ ხოლმე", - აცხადებს ჭყონია.