გიორგი კვირიკაშვილთან ცხოვრებაში არასდროს მქონია პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კვირიკაშვილთან მუშაობდა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
"ვთანამშრომლობდით იმ ნაწილში, რა ნაწილშიც შეგვეძლო კონკრეტული საკითხები გაგვეკეთებინა და ქვეყნის მდგომარეობა წინ წაგვეწია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.