აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალური მთავრობის მუშაობას შეაჩერებს, თუკი "დემოკრატები"კანონპროექტს საზღვრის დაცვის შესახებ ხმას არ მისცემენ. კანონპროექტი მექსიკასთან კედლის აშენებას ითვალისწინებს, რომელმაც მიგრანტთა ნაკადი უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.
"მზად ვიქნები შევაჩერო მთავრობის მუშაობა, თუკი "დემოკრატები" კენჭს არ უყრიან საზღვრის დაცვის შესახებ კანონპროექტს, რომელიც კედლის მშენებლობას ითვალისწინებს", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.