პარლამენტი ნამდვილად ერიდება მთელ რიგ სენსიტიურ საკითხებზე, მათ შორის უმცირესობებზე ღიად საუბარს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ.
"ბატონ რომანს გამოვეხმაურები, რომ მართლაც არის მთელი რიგი საკითხები, რაც სენსიტიურად მიიჩნევა პარლამენტში. როდესაც მე კითხვა დამისვეს, რას ნიშნავს საზოგადოების განწყობები, საზოგადოებრივი განწყობების გამოხატულებაა ასევე ისიც, რომ პარლამენტი ნამდვილად ერიდება მთელ რიგ სენსიტიურ საკითხებზე მსჯელობას და მათ შორის ეს ეხება უმცირესობების საკითხებზე ღიად საუბარს და დისკუსიას", - განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, სხდომაზე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს "ეჩოთირება" სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ ზოგიერთ საკითხზე საუბარი.