აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. წარდგენილი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
შეგახსენებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ რამდენიმე დღის წინ დატოვა.