ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ივლისში, ნატოს სამიტზე საქართველოს ალიანსისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს ელოდება და აცხადებს, რომ გამოხატულია მზადყოფნა, გაგრძელდეს ამ ქვეყნის მხარდაჭერა.
"ველოდები, რომ ლიდერები, რომლებიც ივლისში, ნატოს სამიტზე შეიკრიბებიან, აღიარებენ პროგრესს, რომელსაც ახორციელებს საქართველო და ცხადად დააფიქსირებენ განზრახვას, განაგრძონ საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა", - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ჩავიდა, სადაც ერთობლივ თავდაცვით პროექტებზე უნდა იმსჯელონ.