რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 30 წლის ქალი გადმოხტა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობება, ტრამვული შოკით და კომატოზური მდგომარეობა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.