გაცნობებთ, რომ დღეიდან, 25 ივნისიდან კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაიცა განკარულება მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით.
მოგახსენებთ, რომ მარტიდან "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გაგრილების სისტემის შეკეთება-გამოცვლისთვის დახარჯულმა თანხამ 480 000 ლარი შეადგინა.
კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდიციონერი მუშაობს.
უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მომხმარებელს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი შეგვატყობინოს ცხელ ხაზზე 032 2 200 340.
გაცნობებთ, რომ კონდიცირების სისტემის ჩართვით მომატებულ საწვავის ხარჯს "თბილისის მიკროავტობუსი" ანაზღაურებს კომპანიის ბიუჯეტიდან.
ყველა ის მძღოლი, რომელზეც მონიტორინგის სამსახური განსაკუთრებით ცხელ დღეებში არ დააფიქსირებს მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიებს, წახალისებული იქნება კომპანიის მიერ.