გია ვოლსკის თქმით, პრემიერისა და უმრავლესობის შეხვედრაზე რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია არსებობდა. პრემიერმა უამრავი მოსაზრება ჩაინიშნა და თავად წარმოადგენს შეჯამებულ ვერსიას.
გია ვოლსკის თქმით, საუბარი იყო იმ სამინისტროების გაერთიანებაზე, რაზეც მედიაში უკვე იყო ინფორმაცია. "დღეს საუბარი იყო ამ გაერთიანების დეტალებზე", - აცხადებს გია ვოლსკი. მისი თქმით, უმრავლესობასთან კონსულტაციები უკვე დამთავრებულია.