საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამინისტროებისთვის არცერთი ფუნქციური დამატების შესახებ მსჯელობა არ ყოფილა.
მისი თქმით, საუბარია სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში დარგის ხელმძღვანელებზე.
"ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ დღეების განმავლობაში, არცერთი ფუნქციური დამატების შესახებ არ გვიმსჯელია. რჩება იგივე ფუნქციები, იგივე სტრუქტურა, რაც ზოგადად ნებისმიერ სამინისტროს ახასიათებს. საუბარია ამ შემთხვევაშ დარგის მენეჯერებზე , დარგის ხელმძღვანელებზე, რომლებიც იქნება კონკრეტული სამინისტროების ქვეშ, რომელ ფუქნციასაც დღეს ასრულებენ მოადგილეები. არაფერი არ იცვლება ამ მიმართულებით აბსოლუტურად. უბრალოდ, მოადგილეები უხელმძღვანელებენ თითოეულ დარგს სამინისტროებში.
მაგალითად თუ გაერთიანდება რომელიღაც ორი სამინისტრო, იქ გამიჯნული იქნება დარგები და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს შესაბამისი კურატორი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 14 სამიინსტროს 11-მდე შემცირება იგეგმება.