15 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 25 876 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული აღმოჩნდა, 8 142 კი დახარვეზებული. - ამის შესახებ Aლლნეწს.გე-ი საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.
ასოციაციის ინფორმაციით, განმეორებითი ინსპექტირება 5 696-მა (69,95%) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც განმეორებით დახარვეზებული 234 (4,108%) მათგანი აღმოჩნდა. განმეორებით ინსპექტირებაგავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან კი 722-ის გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში აცხადებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობის დახარვეზება სამუხრუჭე სისტემისა და გამონაბოლქვის ინსპექტირების დროს მოხდა.
ტექდათვალიერების მომდევნო ეტაპი 1 ივლისიდან ამოქმედდება.
ტექდათვალიერება ამჟამად მხოლოდ სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებს ეხება, სრულად, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან ამოქმედდება.
წყარო: imedinews