ამის შესახებ პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"გუშინ, გუნდშიმსჯელობა იყო არსებულ ვითარებაზე და სიტუაციაზე, იყო შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, ამ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ესწებოდა, მანაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა პრობლემებზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ დღეს არის ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა, კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტი გუნდთან...", - განაცხადა კახა კალაძემ.