ოშკის ტაძარში აქამდე უცნობი წარწერა და სავარაუდოდ, მე-10 საუკუნის ტაძარზე უფრო ადრინდელი ნაგებობის კვალი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"ძალიან საინტერესო სიურპრიზი გვაჩვენეს თურქმა კოლეგებმა. აბსიდაში, მის აღმოსავლეთ ნაწილში, გამოვლენილი იქნა სრულიად ახალი, სავარაუდოდ, ამ ტაძარზე უფრო ადრეული, სხვა სავარაუდო ტაძრის კვალი და ნაპოვნია ასევე სრულიად ახალი წარწერიანი ქვა, რომელიც ჯერ არ შეგვისწავლია",- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, დავით ლომიტაშვილმა. ინფორმაციას 1ტვ ავრცელებს.
წყარო: imedinews