თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის ინიციატივით,
კლინიკა ,,მედიკმა“ მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევა ჩაატარა.
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას ჩაუტარდა გულის ექოსკოპია და კარდეოლოგიური კვლევები, გაკეთდა სისხლის საერთო ანალიზები, მუცლის ღრუს გამოკვლევა, ასევე შაქრისა და ქოლესტერინის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში.
აქციიის ფარგლებში, გულია გოცირიძის სამაჟორიტარო ოლქიდან 57 მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა.
მოსახლეობის მოთხოვნით, მსგავსი ღონისძიების ჩატარებას დეპუტატი კვლავ გეგმავს.