"10 ივნისამდე ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს. მივეცი ვადა და ჩამოვთვალე კონკრეტული პირები,
რომელთა დაკავების სრული საფუძველი გააჩნიათ. თუ არ დააკავებენ, გაგრძელდება აქციები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.
ეკა ბესელიას, ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია.
გგონიათ, 9 საათი სჭირდებოდა მირზა სუბელიანის დაკითხვას? არ მგონია, დასაკითხად ყოფილიყო. ალბათ მოლაპარაკება მიდიოდა, დაეკავებინათ თუ არა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.