ვაკის პარკში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის შსს-მ
ერთი ადამიანი დააკავა.
როგორც შსს-ში განმარტავენ, ეს ადამიანი ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მისულ ზაზა სარალიძეს თან ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ახლდა. აქციის მონაწილეები ლომჯარიას დაუპირისპირდნენ. მათი აზრით, სახალხო დამცველმა დაარწმუნა სარალიძე, დაეტოვებინა აქცია.
ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ გაიმართა.