სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ის ზაზა სარალიძეს დღეს რამდენჯერმე შეხვდა. ამის შესახებ მან,
რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სახალხო დამველი ზვიად კუპრავას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა რომლის მიხედვითაც, ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავას დაუკავშირდა და უსაფრთხოებისთვის რამდენიმე ეკიპაჟის გაგზავნა სთხოვა.
"მუდმივად ვაკონტროლებ, როგორ იმყოფება ზაზა სარალიძე. თუ მას ექნება სურვილი, თქვას, სად იმყოფება, შეუძლია განცხადება გააკეთოს, მე ამის შესახებ განცხადებას არ ვაკეთებ. მუდმივად ვაკონტროლებ, როგორ იმყოფება, ის თავს საფრთხის ქვეშ არ გრძნობს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.