სარალიძე: ჩემი შვილის სულს არასდროს არავის მივყიდი
"თბილისში, სხვადასხვა ადგილზე აქციებია დაგეგმილი. ისინი ჩვენთან არ მოდიან იმის გამო, რომ თითქოს აქ ვიღაც პოლიტიკოსები არიან.
მე ჩემი შვილის სულს არასდროს არავის მივყიდი. ჩემი შვილის სული არ იყიდება, ხალხო. ნუ ცდილობენ მთავრობა და სუს-ი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკოსებთან გააიგივონ. ნუ მესმის რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემს უკან. არასდროს არ იქნება ჩემს უკან პოლიტიკა. ისევ ცდილობს სისტემა, მომატყუოს. საქმე გამოსაძიებლად გახარიასთან წავა-ო. გახარიას 2 თვის წინ ვემუდარებოდი, შემხვდი-მეთქი. დღესაც არ მაქვს მისგან გამოხმაურება. ჩვენი შვილების მკვლელების სისტემა უნდა დაინგრეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ აქციაზე.