ენგურჰესის მუშაობა აღდგა - ინფორმაციას ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი ლევან მებონია ადასტურებს.
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ჰესმა სრული დატვირთვით განაახლა მუშაობა. ავარია მაღალი წნევის მილის დაზიანებამ გამოიწვია. პრობლემა სრულად ლიკვიდირებულია. მსგავსი შემთხვევის განმეორებითი საფრთხე მინიმალურია და ყველა შესაბამისი ზომა უკვე მიღებულია.