ზაზა სარალიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლა სთხოვა:
"მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დადგეს ჩვენთან".
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან აქციაზე მივიდა:
"როგორც დედა და მოქალაქე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. ადამიანს, რომელსაც შვილი მოუკლეს, ბევრი კითხვა და ეჭვი აქვს. პასუხი უცნაური და ცინიკურია. უსამართლობის განცდა გეუფლება".