"თბილსერვის ჯგუფმა" ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდა დაიწყო.
ძეგლს სპეციალური ხსნარით გაწმენდენ.
სამუშაოებს MAISTANBUL-ი შეასრულებს.
ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.
MAISTANBU-ის ხსნარით არაერთი კულტურული და ისტორიული ძეგლი გაწმინდეს, მათ შორის ლუვრი და თურქეთის პრეზიდენტის სასახლე.