ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს ხვდება.
"ვისაუბრებთ იმ დეტალებზე, რასაც პროკურატურა მალავს. 6 თვეა მატყუებენ და როგორ უნდა ვენდო. რა აზრი აქვს შეხვედრას, როცა აცხადებენ, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდება და რომ მეტი მტკიცებულება არ გააჩნიათ. რა აზრი აქვს შეხვედრას, რომ მიმტკიცონ ერთი და იგივე?", - განაცხადა ზაზა სარალიძემ შეხვედრამდე.