"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელეს.
"პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ შეჯერებისთვის დრო დაგვჭირდება. შეჯერებული ვარიანტი 7 ივნისისითვის უნდა გვქონდეს. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება. ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, გუნდის ყველა წევრიც. ალბათ იქნება შიდა კენჭისყრა", - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.