მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცის
დაკავებას წინ ინციდენტი უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აღმნიშვნელ აქციაზე შეიჭრა და შეურაცხყოფა მიაყენა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.
სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს და ტერიტორიიდან შს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილით გაიყვანეს.