ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
ქართველი მხატვრის, ნინა პერის გამოფენა იხსნება.
ექსპოზიცია წარმოადგენს პორტრეტების თემატურ სერიას, რომელიც ასახავს პირობით სახეებს: ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ს და მის ცოლებს, ასევე თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს. გამოფენა აერთიანებს 15 ფერწერულ ტილოს, რომლებზეც მხატვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
გამოფენა გაგრძელდება 29 მაისამდე.