თბილისში, პარლამენტის წინ აქცია განახლდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბექა წიქარიშვილი პრემიერისა და შს მინისტრისგან
განმარტებებს მოითხოვს, ასევე, მათი გადადგომის შესახებ მოთხოვნას ლეგიტიმურს უწოდებს.
„შს მინისტრის გარეშე, სამართალდამცავების შეყვანა ვერ მოხდებოდა. მოთხოვნა პრემიერისა და შსს მინისტრის გადადგომის შესახებ ლეგიტიმურია", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
აქციის მონაწილეები პრემიერისა და შსს მინისტრებისგან კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე განმარტებებს მოთხოვენ.
მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პარასკევს ღამით, კლუბებში: "ბასიანი" და "გალერი" სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
პარალელურად, ქაშუეთთან იგეგმება კონტრაქციაც.