პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ეხმაურება.
”სად იყვნენ ეს ახალგაზრდები, მაშინ როცა მათ თანატოლებს, უდანაშაულო ბიჭებს ქუჩაში ხვრეტდნენ, მაშინ როცა, სულ რამდენიმე ახალგაზრდა აპროტესტებდა სააკაშვილის სასტიკ მკვლელობებს და რეჟიმს. მთელი ცხრა წელი ვიდექით და ახალგაზრდების სიმცირე იყო სულ, დღეს კი რა დღეში არიან”, – წერს ია მეტრეველი.