თბილისში, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალი დღეს რამდენიმე პირმა ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას „პირველი“ ავრცელებს.
მემორიალთან მისული ადამიანების თქმით, ეს გადაწყვეტილება გუშინდელი აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიერ 9 აპრილის მემორიალის შეურაცხყოფის შემდეგ მიიღეს.
„გუშინ რასაც ვუყურებდი ეს იყო კატასტროფა. ნასვამ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალაგზრდები 9 აპრილის მემორიალზე შედგნენ და ცეკვავდნენ. ეს კატასტროფაა. დღეს კი მეგობრებმა გადავწყვიტეთ მოვსულიყავით და მემორიალი ყვავილებით შეგვემკო“, - აცხადებს მოქალაქე.