მომღერალი ნინი ქარსელაძე ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„გუშინდელი ღამე ყველასთვის იყო ძალიან მძიმე. ჩემი აზრით იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროპისკენ გეზი აქვს მნიშვნელოვანია იყოს კარგი ღამის კლუბები, სადაც ადამიანები მივლენ მუსიკის მოსასმენად, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე. ეს სპეცოპერაცია ჩატარდა იმისთვის, რომ ქალაქში და ქვეყანაში აღმოიფხვრას ერთხელ და სამუდამოდ ნარკოტიკებით ვაჭრობა. ქართველი ხალხისთვის ვიზულაური მხარე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ 2012 წელს ეს კარგდ ვნახეთ, სანამ ციხის კადრები არ გვაჩვენეს, მანამ ხმას არ იღებდა არავინ. ზუსტად ამიტომ მოხდა გუშინდელი ფაქტი, რომ ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ ბარიგები თავისუფლად ასაღებენ ნარკოტიკს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში მოდური გახდა პოლიციელის შეურაცხყოფა. მე არ მინდა მკვდარი ბიჭები, არ მინდა გასული თაობა, ვუთხრათ ყველამ არა ნარკოტიკს!“ - წერს ნინი ქარსელაძე „ფეისბუქზე“.