თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას
„რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, კაცი ბარძაყის არეშია დაჭრილი. მას მოტეხილობებიც აღენიშნება. იგი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც კვლევები უტარდება და საოპერაციოდ ამზადებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.