თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა:
"ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რა არის ჩვენი მიზანი, სწრაფვა - ეს არის იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროპა ჰქვია. ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ რეფორმების გატარებას, ბარიერების გადალახვას და საბოლოოდ მივაღწევთ შედეგს - გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ და ამის შედეგია ის, რომ მოქალაქეებს თავისუფალდ შეუძლიათ ევროპის ქვეყნებში გადაადგილება, ქართული პასპორტით, ვიზების გარეშე. ვართ ევროპული ქვეყანა, ვართ ევროპელები, მსოფლმხედველობით, მრავალფეროვანი კულტურით, წარსულით, ისტორიით. ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ, სწორედ ამით ვართ საინტერესო ყველასთვის. მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი".