ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ
პირობიან ელექტრონულ აუქციონზე თბილისის აეროპორტში მდებარე 12 653 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა.
ქონების გასხვისება პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში ხდება, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ხორციელდება.
ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 1 841 000 ლარია.
საპრივატიზებო პირობის მიხედვით, უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და მისი ფუნქციონირების დაწყება.