სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია "ელკის" ხელმძღვანელი, საპროტესტო მოძრაობის ლიდერი
ნიკოლ პაშინიანი პრემიერ მინისტრის პოსტზე მეორედ იყრის კენჭს. მისი კანდიდატურა სომხეთის პარლამენტის დეპუტატების მესამედმა წარადგინა.
8 მაისს სომხეთის პარლამენტში პრემიერ მინისტრის დამტკიცების პროცედურა მეორედ გაიმართება. თუ ამ ჯერადაც ვერ მოხერხდა პრემიერის დამტკიცება, მაშინ პარლამენტი დაიშლება და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.
დღეს პაშინიანი პარლამენტში უმრავლესობის მქონე რესპუბლიკური პარტიის წევრებს შეხვდა, სადაც, მისი თქმით, მიიღო გარანტიები, რომ მის კანდიდატურას მმართველი ფრაქცია მხარს დაუჭერს.