შუახევის სოფელ ფურტიოს ტყეში ხანძარია. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით ორი
საათის წინ გაჩნდა. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.
ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ქრობის პროცესში ადგილობრივებთან ერთად ხულოს, ქედის და შუახევის მეხანძრე მაშველები არიან ჩართულები. ხანძარი ტყეში დაახლოებით სამი ათას კვადრატზეა გავრცელებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.