ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა
- შესაბამის დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერეს.
კვოტირებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის დასაშვები წლიური რაოდენობა დადგინდა.
2018 წლის კვოტა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ის დარგობრივი ექსპერტების რეკომენდაციით, ეპიდემიოლოგიური და საბაზრო მონაცემებით განისაზღვრა.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შიდა კვოტირებას, დათვლის წესსა და იმპორტიორთა შერჩევის კრიტერიუმებს სპეციალური საბჭო განსაზღვრავს.
ერთობლივ კომისიას ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობენ.
საბჭო 2016 წელს, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. ამ დრომდე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების არამიზნობირივად გამოყენება 75 %-ით შემცირდა.