მოდელი კრისტი ყიდშიძე ამბობს, რომ საკუთარი წარმომავლობის გამო, საქართველოში პრობლემები არაერთხელ ჰქონია.
ამის შესახებ მან ჟურნალ „გზა”-სთან განაცხადა:
„ვფიქრობ, საქართველოში სხვა ერების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება აშკარაა და ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია: წარმოშობით სომეხი ვარ. ჩემი გვარი დიდი ხანია, აქ ცხოვრობს, უკვე მეხუთე თაობა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ჩემს თავს ქართული მენტალიტეტის მქონედ მივიჩნევ. ქართულად უკეთესად ვფიქრობ და ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი წარმოშობის გამო მაინც მქონია უსიამოვნო შემთხვევები, თუნდაც სოციალურ ქსელში“.