თბილისიდან სტამბოლისკენ მიმავალ რეისზე გარდაცვლილი მგზავრის მურაზ ხუდოევის ოჯახი ობიექტიურ გამოძიებას
და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
თვითმფრინავში დაღუპული 28 წლის მურაზ ხუდოევის ოჯახი მომხდარში კომპანია „პეგასუსს“ ადანაშაულებს.
ოჯახის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ოჯახი ვარაუდობს, რომ მურაზ ხუდოევს სათანადო პირველადი დახმარება თვითმფრინავის მომსახურე პერსონალმა არ აღმოუჩინა.
„ჩვენი მოთხოვნაა პირველ რიგში, რომ მოვიდეს სამედიცინო ექსპერტიზა თუ რითია გარდაცვლილი ხუდოევი. ჩვენ ექსპერტიზის შედეგად, გვაინტერესებს იყო თუ არა შესაძლებელი ამ ადამიანის გადარჩენა პირველადი დახმარების შედეგად და თუ შესაძლებელი იყო გადარჩენა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. საერთაშორისო ფრენების კანონია, რომ თვითმფრინავში უნდა არსებობდეს პირველადი დახმარება - ჟანგბადი და ა.შ. კომპანიას გაუმართლა კიდევ, რომ მიწაზე მოხდა ეს ამბავში და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა, თუმცა ჰაერში, რომ ყოფილიყო, გამოდის, რომ საერთოდ ვერ ჩაუტარდებოდა პირველადი დახმარება“, - განაცხადა ჩომახაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.
შემთხვევა 13 აპრილს, გამთენიისას თბილისი-სტამბოლის რეისზე მოხდა.