რადგან ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს, ე. ი. ჟივილ-ხივილი ფუჭად არ გაგვიმართავს
- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში, ქანთარიამ უპასუხა - “ეს გამოცხადდა უკვე?!"
“ძალიან კარგია ეს ამბავი, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის უპირობო ლიდერი არა მარტო „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის და თუ ამის ნაკლებობა იყო, ესე იგი კარგია, რაც მოხდა. რადგან ის დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს, ე. ი. ჟივილი-ხივილი ფუჭად არ გაგვიმართავს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ გააერთიანებს და ცვლილებებს ელოდება.
“ცვლილებები იქნება. დღეს ბიურო იყო შეკრებილი, რომელმაც შეიძლება ყველაფერზე ისაუბროს აბსოლუტურად, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო. პარტიულ გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე ვერ მიიღებდნენ, მაგრამ რადგან ეს ინფორმაცია ითქვა, მე მივესალმები“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.